საბროკერო მომსახურება
სატვირთო ინდუსტრია და მიწოდების ჯაჭვი იცვლება, კომპანიების უმეტესობას აქვს შეზღუდული რესურსები და დრო. საბროკერო მომსახურება, საშუალებას გაძლევთ ფოკუსირდეთ თქვენი ბიზნესის სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე, დაზოგოთ თქვენი დრო და ფული, მოახდინოთ წარმოების ოპტიმიზაცია და მიიღოთ კონკურენტული უპირატესობა.
იმისათვის, რომ ნათლად დაინახოთ ფრახტული ბროკერის მომსახურებით სარგებლობის უპირატესობა, მნიშვნელოვანია მიხვდეთ თუ როგორ მუშაობენ ისინი.
რას აკეთებს სატვირთო ბროკერი ?
საბუთების მომზადება
ეს ტრანსპორტირების პროცესის საწყისი ეტაპია. ამ ეტაპზე ბროკერი გთხოვთ მიაწოდოთ მთელი საჭირო ინფორმაცია თქვენი ტვირთის შესახებ, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართები, ტვირთის წონა, სახეობა, ზომები და ა.შ. ამის გარდა, ბროკერი გთხოვთ მიუთითოთ დამუშავების პირობები, პროდუქტის სახეობა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემი (მაგალითად, სახიფათო და არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის აუცილებელი საბუთების მომზადებისთვის).
დატვირთვა
ტვირთის დატვირთვა-ტრანსპორტირების პროცესის, ერთ-ერთი ძირითადი ეტაპია და ბროკერები მასში დიდ როლს თამაშობენ. სატვირთო ბროკერები უკავშირდებიან მძღოლებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი დროულად მივიდნენ და ხელმძღვანელობენ უსაფრთხო დატვირთვის პროცესს. ამის შემდეგ გადამზიდავი ხელს აწერს კონოსამენტს და პასუხისმგებელი ხდება თქვენს ტვირთზე.
ტრანზიტი
სანამ თქვენი ტვირთი გზაში იმყოფება, სატვირთო ბროკერი თვალყურს ადევნებს და მართავს ტვირთს. ჩვენ გვაქვს სრული გამჭირვალობა გადაზიდვის პროცესში და რეგულარულად ვიღებთ განახლებებს. სატვირთო ბროკერებთან და პარტნიორ ლოგისტიკურ კომპანიასთან ერთად, ტვირთის გამგზავნები თავისი ტვირთის სტატუსის კურსში რჩებიან და შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყველაფერი რიგზეა.
ჩამოტვირთვა
ჩამოტვირთვის პროცესში, ტვირთის მიმღები ხელს აწერს კონოსამენტს. როგორც კი გადამზიდავი დაადასტურებს წარმატებულ ჩამოტვირთვას და დაასრულებს აუცილებელი საბუთების მომზადებას, ბროკერი მიიღებს ტვირთის გამგზავნი პირის საბუთებს და ანგარიშფაქტურებს.
ანგარიშის წარდგენა
ტვირთის მიტანის პროცესის ბოლო ეტაპი არის ანგარიშის წარდგენა, როდესაც ფრახტული ბროკერი წარუდგენს ტვირთის გამგზავნ პირს ანგარიშს, ტვირთის გამგზავნი პირი იხდის თანხას.
ჩვენი კვალიფიციური გადამზიდების ფართე ქსელის მეშვეობით, მზად ვართ ნებისმიერი ტვირთის გასაგზავნად, დროის ნებისმიერ მონაკვეთში. ჩვენი სპეციალიზაციაა, გავხადოთ თქვენი ტვირთების გადაზიდვა ეფექტური და მარტივი.
„Alagi“-ს აქვს ცოდნა და გამოცდილება თქვენი ტრანსსასაზღვრო გადაზიდვების დასამუშავებლად, საბაჟო გაფორმების და ნებართვის მიღებისთვის. კომპანიას ჰყავს საკუთარი საბაჟო წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ მომხმარებლისთვის ყველა იმ პროცედურის გამარტივებაზე, რომელიც საჭიროა საქონლის საბაჟო გაფორმებისთვის, საექსპორტო საბუთები. მათ შეუძლიათ დაამუშაონ რთული მარშრუტები და უზრუნველყონ გამტარუნარიანობა თქვენი კომპანიის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ტვირთის ნაკადის შეუფერხებელი და დროულ მიწოდებით. ამის გარდა, მათ გააჩნიათ დიდი დარგობრივი გამოცდილება და კავშირები, იმისათვის რომ მოილაპარაკონ უფრო დაბალ ტარიფებზე თქვენთვის, ასევე განახორციელონ ყველა სახის კომუნიკაცია ტვირთის გამგზავნს და გადამზიდებს შორის. თქვენ მიიღებთ მომენტალურ წვდომას კავშირის ოპერატორების უმსხვილეს ქსელთან 120 ქვეყანაში.
ალაგი - სანდო და უცვლელი პარტნიორი
ჩვენს პროფესიონალიზმს და საიმედოობას ნდობას უცხადებენ, როგორც ბაზრის ლიდერები, ასევე, მცირე და ახალგაზრდა კომპანიები.
უფასო კონსულტაცია კითხვა-პასუხი5 ნაბიჯი წარმატებული ლოგისტიკური პროცესისათვის
კავშირი
მოგვაწოდეთ სრული ინფორმაცია თქვენი ტვირთისა და მოთხოვნების შესახებ
ჩვენ გთავაზობთ
ოპტიმალურ მარშრუტს და საუკეთესო ფასს
კონტრაქტი
თანამშრომლობისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის ხელმოწერა
ტვირთის აღება
მწარმოებელთან კომუნიკაცია და დატვირთვის თარიღების შეთანხმება
საბოლოო დანიშნულება
დატვირთვა და ტრანსპორტირება, დანიშნულების ადგილამდე მიწოდება