კარიერა

#ialage არის კომპანიის მართვის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც თანამშრომლები კომპანიაში ნერგავენ იმ ცვლილებებს, რომელთაც თავად მიიჩნევენ საჭიროდ. პირადად ინიცირებული და განხორციელებული რეფორმები, სრულად მიესადაგება და ეხმაურება ჩვენი თანამშრომლების საჭიროებებს და დღითი დღე აუმჯობესებს სამუშაო პირობებს და გარემოს.


არის კომპანიის მართვის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც თანამშრომლები კომპანიაში ნერგავენ იმ ცვლილებებს, რომელთაც თავად მიიჩნევენ საჭიროდ. პირადად ინიცირებული და განხორციელებული რეფორმები, სრულად მიესადაგება და ეხმაურება ჩვენი თანამშრომლების საჭიროებებს და დღითი დღე აუმჯობესებს სამუშაო პირობებს და გარემოს.


თანამშრომლების ჩართულობა ალაგის მოდერნიზაციაში კომპანიის ღირებულებებს, პასუხსიმგებლობას, საანდოობას და გულწრფელობას ეფუძნება. ღირებულებათა ერთობლიობა გვეხმარება სრულყოფილთან მიახლოებული დემოკრატიული სამუშაო გარემოს შექმნაში.


ინფორმაცია კომპანიის შემოსავლების შესახებ არის გაუმჭვირვალე და ხელმწეისაწვდომი ყველა თანამშრომლისთვის, ხოლო არასაოპერაციო შემოსავლები იყოფა ხარჯების კლასიფიკაციებად, რომლებზე წვდომაც აქვთ შესაბამის განყოფილებებს. რაც კომპანიის მიერ, თანამშრომლებთან მიმართებით სრული ნდობის გამოხატულების დასტურია.


careers in Alagi

იდეების ყუთი

ყოველ სამუშაო ოთახში განთავსებულია იდეების ყუთი, რომელშიც ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია ჩააგდოს სპეციალური ფორმატით შევსებული ბლანკი. აკუმულირებულ იდეებს განიხილავს გუნდი და უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში იგეგმება მისი განხორციელება.

მადლობის ყუთი

ყუთის საშუალებით, კომპანიაში გამოხატავენ იმ თანამშრომელთა თუ პირთა მიმართებით მადლიერებას, რომლებიც კომპანიასა და კოლეგებზე ზრუნავენ. მადლიერების ყუთში დაგროვებული წერილები იხსნება ყოველკვირეულად თანამშრომლებთან გაზიარებისათვის.

#იალაგე

სხეულისთვის

როდესაც ჩვენი სხეული ჯანმრთელია, თავს გაცილებით ენერგიულად ვგრძნობთ და უკეთეს შედეგებსაც ვაღწევთ. ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და კეთილდღეობა ის ელემენტებია, რომლებიც გვეხმარებიან, რათა თავი უკეთესად ვიგრძნოთ. ალაგის თანამშრომლებს აქვთ საშუალება ივარჯიშონ კვირაში ორჯერ, კომპანიის მიერ დაქირავებულ ფიტნეს ინსტრუქტორთან ერთად, ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავარჯიშო სივრცეში.

გონებისთვის

წიგნიერება და ცნობისმოყვარეობა თვისებებია, რომლებიც ადამიანთა ღირებულებებს და აზროვნებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ. ჩვენ ვქმნით ისეთ სამუშაო გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს სადაც თანამშრომელთა როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ ზრდას და განვითარებას. თანამშრომელთა ყოველი დილა იწყება კითხვით. კომპანიის ბიბლიოთეკა მუდმივად მზარდი და განახლებადია, როგორც პროფესიული ისე მხატვრული თუ სხვა სახის ლიტერატურით.

განწყობისთვის და სულისთვის

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა თანამშრომელთა მხარდაჭერა, როგორც პროფესიული, ისე ინდივიდუალური, მდგრადი, ღირებული მიზნების მისაღწევად. ჩვენ მხარს ვუჭერთ და წავახალისებთ კოლეგების ინტერესებსა და პროდუქტიულ აქტივობებს. ალაგის თანამშრომლები ხშირად აწყობენ ღონისძიებებს, იმ კოლეგების დასახმარებლად, რომელთაც თანადგომა ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

მხარდაჭერა

ინტეგრაციის, ადაპტაციისა და რელოკაციის პერიოდში მხარდაჭერა, ჯანმრთელობის დაზღვევა და ჯანმრთელობის პროფილაქტიკური კვლევებისთვის განსაზღვრული დღეები, ოჯახების თანადგომის ბონუსები, ახალგაზრდა მშობელთა თანადგომა, რაც გამოხატულია მათთვის მეტი თავისუფალი დროის გამოყოფაში.

გარემოსთვის

„ალაგი“ სფეროში არსებული თანმხლები ეფექტის გაანალიზების შედეგად, ცდილობს ბუნებისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას სათანადო ღონისძიებებით. იყენებს განახლებად პროდუქტებს და ინვენტარს, გადაამუშავებს საოპერაციო ნარჩენებს, ნერგავს ღრუბლოვან ტექნოლოგიას, ნაცვლად ფიზიკური მატარებლებლებისა, ასევე ყოველი გადაზიდვის შემდეგ რგავს ხეებს.

დაიწყე!

თუ ფიქრობ რომ შენი ხედვები და ღირებულებები ემთხვევა ჩვენსას, შემოგვიერთდი!


დაიწყე კარიერა ალაგში