ხშირად დასმული კითხვები

  • ტვირთის ინვოისი
  • ტვირთის შეფუთვის ფურცელი
  • CMR/MBL/HBL
  • ტრანსპორტირების ინვოისი
კომპანია Alagi Logistics” ჩინეთიდან ახორციელებს როგორც საზღვაო(FCL/LCL) ასევე საჰაერო გადაზიდვებს. ამჟამად ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების სერვისი არ გვაქვს.
კომპანია შიდა გადაზიდვებს ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ მის საჭიროებას ჩვენს მიერ დაგეგმარებული ლოგისტიკური ჯაჭვი მოითხოვს.
იმისათვის, რომ კონკრეტულ გადაზიდვაზე ტარიფი გავცეთ აუცილებელია ტვირთის მონაცემების მიხედვით მისი დამუშავება. ჩინეთის მიმართულებით სრული კონტეინერის შემთხვევაში აუცილებელია ვიცოდეთ ტვირთის წონა, კონტეინერის ზომა, მიწოდების პირობა Incoterms-ების მიხედვით, აღების მისამართი და დანიშნულების ადგილი. ასევე გასათვალისწინებელია ტვირთის სახეობა და ხაზის მიმართულება (პირდაპირი ე.წ ამერიკული ხაზი თუ ჩინეთი- ირანი-საქართველო). ანალოგიური პრინციპით გაიცემა ტარიფი ნაკრები ტვირთის შემთხვევაშიც. შეთავაზების მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
იმისათვის, რომ კონკრეტული გადაზიდვაზე ტარიფი გავცეთ აუცილებელია ტვირთის მონაცემების მიხედვით მისი დამუშავება. გათვალისწინებული უნდა იყოს ტვირთის სახეობა, ზომა, წონა, აღების ადგილი, მიწოდების პირობა და დაცლის მისამართი. მხოლოდ წონის მიხედვით გადაზიდვის ღირებულების დადგენა არის შეუძლებელი.
დიახ, საბროკერო მომსახურება გვაქვს და მისი ღირებულება 120₾-ია.
კომპანიას დასაწყობების შესაძლებლობა აქვს სტამბოლში, იტალიაში მილანი,ვენეცია), გერმანიაში (დუსელდორფი), ბულგარეთში (სოფია), ჩეხეთში, ჩინეთი (ნინგბო,შანხაი,ქინგდაო.)
შეძენილი ტვირთის ინვოისის გაკეთება უშუალოდ ტვირთის მწარმოებლის კომპეტენციაა.
ამ ეტაპისთვის კომპანია სარკინიგზო გადაზიდვებით არ არის დაკავებული. „Alagi Logistics” ახორციელებს როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს
დიახ გვაქვს, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
კომპანიის პოლიტიკა არ ითვალისწინებს კონსიგნაციაზე მუშაობის პრინციპს.
(განვიხილოთ ყველა განხორციელებადი მიმართლება)
  • FCL ჩინეთი-ფოთი – 45-55 დღე
  • FCL ჩინეთი (ირანის გავლით) – 55–65 დღე
  • LCL ჩინეთი – 65-75 დღე
  • Air ჩინეთი – 7–12 დღე
  • LTL ევროპა ( ნაკრები) – 18-21 დღე
  • FTL ევროპა– 12-14 დღე
  • Air ევროპა – 7-12 დღე
  • FCL ევროპა– 35-45 დღე
  • FTL თურქეთი – 5-7 დღე
  • LTL თურქეთი – 7-12 დღე
კომპანიის პოლიტიკა ჩინეთი - ირანის ხაზზე ითვალისწინებს მხოლოდ მის მიერ დაგეგმარებული ტრანსპორტირების განხორციელებას უშუალოდ ჩინეთიდან საქართველომდე, რაც შესაბამისად მაღალი ხარისხის გარანტი ხდება.
ჩინეთში, ჩვენი პარტნიორები კურირებენ დატვირთვის პროცესს, თუმცა უშუალოდ ტვირთის შემოწმებასთან კავშირი არ აქვთ.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებადართულია მაქსიმუმ 26 ტონა სიმძიმის ტვირთის გადატანა.
გადაზიდვის ყველა ტიპს აქვს თავისი უპირატესობები, რომელთა მიხედვითაც ის განსხვავებულად პრივილეგირდება კონკრეტულ ტვირთებთან მიმართებაში და ერგება მას. სამივე ტიპის ტრანსპორტირება განსხვავებულია სატრანზიტო დროით და ტრანსპორტირების ღირებულებით.
დიახ, გადაზიდვის დაწყებამდე აუცილებელია ტვირთი გამზადდეს ტრანსპორტირებისათვის, რაც მწამროებლის პრეროგატივაა.
იმისათვის, რომ კონკრეტული გადაზიდვაზე ტარიფი დავადგინოთ აუცილებელია ტვირთის მონაცემების მიხედვით მისი დამუშავება. გათვალისწინებული უნდა იყოს ტვირთის სახეობა, ზომა, წონა, მიწოდების პირობა incoterms-ების მიხედვით, აღების ადგილი და მიმღები მისამართი.
სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირება დამოკიდებულია მიმართულბაზე და ADR კლასზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
დიახ, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტირების დაგეგმარების შემედგომ რომელიმე მხარემ შეაფერხა პროცესი და წინასწარ შეთანხმებული დეტალები შეცვალა.
დიახ, კომპანია “Alagi Logistics” ახორციელებს ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე ტვირთების გადაზიდვას.