ღირებულებები
პასუხსიმგებლობა
პასუხისმგებლობა - სუბიექტის (პიროვნების, ადამიანთა ჯგუფის ან ორგანიზაციის) უნარი, ადეკვატურად აგოს პასუხი შედეგზე (საკუთარი ქმედებებით ან უმოქმედობით), რაც მას დაევალა, ან აიღო თავის თავზე.
“სიტყვა შემთხვევითობა მოიგონეს, რომ დაფარონ საკუთარი უუნარობა და აირიდონ პასუხისმგებლობა“
რა გვაქცევს პასუხისმგებელ ორგანიზაციად:
- საერთაშორისო გამოცდილება, ცოდნა, რესურსები და პროცესების ხარისხის კონტროლი, რომლის მეშვეობითაც უნიკალურ გამოცდილებას ვქმნით და ვაანალიზებთ თითოულ გადაცდენას;
- ავტომატიზაცია და მოქნილობა, ეს მხოლოდ ნაკლები რესურსების გამოყენებით მეტის კეთებას არ ნიშნავს , არამედ იმას, რომ განსაკუთრებულები ვიყოთ და არცერთი მოთხოვნა დარჩეს უპასუხო. ჩვენი ინტელექტურალური (ადამიანური და ინფორმაციული) რესურსების და ტექნოლოგიების საშუალებით ყოველთვის ვცდილობთ დავგეგმოთ ისეთი პროცესები, რომელიც ავტომატიზაციის მეშვეობით შეამცირებს ადამიანური შეცდომის ალბათობას. ასეთი მეთოდი, მონაცემების დაგროვების და დამუშავების საფუძველზე, ადაპტაციის და სწრაფი გზების გამონახვის საშუალებას იძლევა. პროცესის მონიტორინგს კი უკვე ადამიანი ასრულებს, რაც შეცდომის დაშვების ალბათობას, მინიმუმამდე ამცირებს;
- შეთანხმებული საკითხის პირნათლად შესრულება, საკუთარი შეცდომის აღიარება , პროცესში ჩართული თითო ადამიანის საკუთარ თავზე გადმოტანა ( მათ შორის ფინანსურ , რეპუტაციულ და ემოციურ დონეზე) და მათზე სწავლა.
- დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება. მაქსიმალურად ჩართულობა საქმის პროცესში და აღებული საქმის ბოლომდე მიყვანა.
- მომხმარებლის საჭიროებების გამოკვლევა, შეხვედრებისთვის საფუძვლიანი მომზადება, ჩვენთვის საუბარის წინასწარ დაგეგმვა, კლიენტთან მიმართებით პასუხისმგებლობის და პატივისცემის გამოხატვაა. ეთიკის ნორმების დაცვა კრიზისულ სიტუაციებშიც კი, კლიენტის უკლებლივ ყველა მოთხოვნის დაფიქსირება სისტემაში და დროული დამუშავება.
- კლიენტის მოვლენების განვითარების ნეგატიური სცენარის თავიდან ასარიდებლად, ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი.
- ფინანსური პასუხისმგებლობის აღება, რისკების სავალდებულო დაზღვევის გზით, შეთანხმებიდან გადაცდენის შემთხვევაში.
გულწრფელობა
სიმართლის, უბრალოების, პატიოსნების გამოხატვის მორალური თვისებაა, თვალთმაქცობის და ფარული მოტივების გარეშე.
“ჩვენ ვყიდით მხოლოდ იმას, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ”
ჩვენთვის იყო გულწრფელი ნიშნავს::
- არ დაპირდე იმას, რასაც ვერ გააკეთებ.
- ვთანამშრომლობთ კლიენტებთან, რომლებისთვისაც რეალური (არა შელამაზებული) სურათის დანახვა და სწორი პროგნოზირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზი ისტორიების მოსმენა, რაც მისცემს შესაძლებლობას დაგეგმოს პროცესები სწორად და მიიღოს მოსალოდნელი შედეგი.
- ჩვენ არ მივდივართ კომპრომისზე ეთიკასთან, შემოსავლის მისაღებად.
- საქმიან ურთიერთობაში უნდა ისაუბრო ღიად და გულწრფელად , ურთიერთობებს ტყუილზე ვერ ააწყობ. იყავი გულწრფელი მომხმარებელთან , რითიც მოიპოვებ მის ნდობას. თუ მომხმარებელი არ იგრძნობს გულწრფელობას, არანაირი ხერხი გაყიდვებში არ გამოდგება.
სანდოობა/რეპუტაცია
ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უნარი, (შეთანხმების შესაბამისად) რეპუტაცია ბრენდთან მიმართებით, სანდოობაა.
ინფორმაციულ გარემოში გადაწყვეტილების მიღება უფრო და უფრო რთულდება, ის თუ რასთან ასოცირდება მომხმარებელთა თვალში კომპანია დომინირებს გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენი მიზანია ეს ასოციაცია იყოს სანდოობა, რაც ურთიერთპატივისცემის და ნდობის საფუძველზე ყალიბდება კონტრაგენტებს შორის, რეპუტაცია ყველა წარმატებული ბიზნესის მუშაობის საფუძველია
“მომავლის სამყაროში, სადაც ფული დაკარგავს საკუთარ ღირებულებას, სიმდიდრის დომინირებადი საზომი ერთეული რეპუტაცია გახდება” - დავით შალუტაშვილი
სანდოობა გულისხმობს, რომ:
- გვაქვს მკაცრი თვითკონტროლი, ვართ სიტყვისა და საქმის ერთგულნი, ვართ პუნქტუალურები და პასუხისმგებლიანები.
- გვყავს გამოცდილი და სანდო პარტნიორები.
- ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დადებითი ზემოქმედების მოხდენას, რათა ღირებულებების, მომსახურებისა და პროცესების ოპტიმალური შერწყმა შევძლოთ;
- შთაგონებულნი ვართ ისეთი საიმედო მომსახურების უზრუნველყოფის იდეით, როგორსაც ჩვენი კლიენტები, პარტნიორები და კოლეგები ელიან;
- ვართ მოსახერხებელი და სანდო რესურსი, რომლის მეშვეობითაც მომსახურება ხდება კომფორტული პროცესი, რომლის ხარისხიანი და სანდო შესრულების გარანტიასაც იძლევიან პროფესიონალები.
- ხარისხისადმი ჩვენი ერთგულება არის ჩვენი წარმატების ქვაკუთხედი, ჩვენ ყველა დეტალს სწორად ვიღებთ. მიწოდებული მომსახურების ხარისხი (დროულად, შეცდომების გარეშე და პროფესიონალურად მიწოდებული მომსახურება)
- ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გლობალური რეპუტაციით, რომელიც აგებულია საიმედო, განმეორებად შედეგებზე და მომხმარებლის უკომპრომისო გამოცდილებაზე. ნდობის გასამყარებლად და ინდუსტრიაში ჩვენი პოზიციის შესანარჩუნებლად, ჩვენ მოწოდებულნი ვართ დაუღალავი სიზუსტისა და ხარისხის კონტროლისკენ, რათა ალაგის კლიენტების ტვირთი დროულად, უსაფრთხოდ და დაცულად მივიდეს დანიშნულების ადგილას.