ჩვენ შესახებ

ალაგი ლოგისტიკს “ არის განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც პარტნიორებს საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს. “ალაგი” ქმნის მომსახურების სფეროს მაღალხარისხიან პროდუქტს, ასაქმებს და პროფესიულად ავითარებს ადამიანს, რითაც საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.


კომპანია მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს კადრების მომზადებაში, რათა შეიქმნას ძლიერი ინტელექტუალური ბაზა, სასიამოვნო და ეფექტური სამუშაო გარემო, რომელშიც თავად კოლექტივი განსაზღვრავს კომპანიის განვითარების გზას. ალაგი მომხმარებლებს სთავაზობს მაქსიმალურად კეთილგანწყობილ და კონკურენტუნარიან მომსახურებას.

შპს “ალაგი ლოგისტიკსი” 2018 წლის 11 დეკემბერს დაარსდა ლოგისტიკასა და მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტთა მიერ და დღემდე აქტიურად ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე. დაფუძნებიდან მოკლე დროში „ალაგი“ გახდა ლიდერი რეგიონში სატრანსპორტო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი. „ალაგის“ გამოცდილებას და ხარისხს მრავალი ქვეყნის მოწინავე კომპანიები ენდობიან. მომხმარებელთა მოთხოვნებისა და სურვილების ზრდასთან ერთად, დროთა განმავლობაში, კომპანია ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რასაც მოჰყვა „ალაგის“ ზრდა და განვითარება, ასევე დამატებითი ფინანსური თუ ადამიანური რესურსების მოზიდვა. შეძენილი გამოცდილებისა და განხორციელებული პროექტების შედეგად, „ალაგმა“ ეტაპობრივად განიმტკიცა საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში ფორვარდერული კომპანიის სტატუსი, სწრაფად განვითარდა, განახორციელა ახალი პროექტები და პასუხისმგებლიანი და მიმზიდველი დამსაქმებლის სახელი მოიპოვა. 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, „ალაგს“ დასაქმებული ჰყავს 25-ზე მეტი თანამშრომელი, რომელთა მონაწილეობითაც მოლაპარაკებები პარტნიორებთან და კლიენტებთან 5 ენაზე აწარმოებს.


2022 წლის აგვისტოსთვის ალაგი მოიცავს:

  • 200 კვ.მ. ოფისს
  • 25 თანამშრომელს
  • 62 ინდუსტრიის 370 მომხმარებელს
  • 5 ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობას
  • 200 პარტნიორს - 12 ქვეყნიდან

მომსახურების სტრატეგია - ადვილი, სწრაფი და სასიამოვნო. კომპანიის გაყიდვების ზრდის სტრატეგია დაკავშირებულია მომსახურების გაუმჯობესებათან, რათა მომხმარებლისთვის ჩვენი სერვისი/პროდუქტი და თავად მიწოდების პროესი იყოს სწრაფი, დაუბრკოლებელი და კომფორტული.


მომსახურების სტრატეგია, სტრუქტურა და პროცესები უნდა იყოს აგებული პრინციპით - საუკეთესონი ბაზარზე და გამორჩეულნი კონკურენტთაგან. მუდმივად ვეძებდეთ მომსახურების პროცესების დახვეწის გზებს და საშუალებებს; უზრუნველვყოთ მომსახურეობის პროცესში ჩართული ჩვენი თანამშრომლების პროფესიული ზრდა, ცოდნისა და გამოცდილების ამაღლება; მათი მოტივაციის ამაღლებისა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა, კომფორტული გარემოს შექმნისა და მისი გაუმჯობესების გზით.


განსაკუთრებული ყურადღება უმნიშვნელო, ან ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალების მიმართაც კი, რაც გამოიწვევს მომხმარებელთა მხრიდან პოზიტიურ დამოკიდებულებას და სიმპატიას. ჩვენს კლიენტთა შორის არიან კომპანიები, რომელთაც ვთავაზობთ ხარისხიან მომსახურეობას ჩვენს მიერ შემუშავებული და ეფექტური მეთოდით: მათ შორის, ე.წ. გადახდა დაცლამდე, კომერციული ბანკის კურსით არაუმეტეს ეროვნული ბანკის კურსისა, სრული დოკუმენტაციით. ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომელთა არჩევანია სრული და ზუსტი, საიმედო და კომფორტული მომსახურეობა.


ჩვენ გთავაზობთ: კოპანიის KPI კლიენტის მოთხოვნების დაცვით, დათქმულ ვადებში შესრულებულ მომსახურებას. კონკურენტუნარიან, სრულყოფილ, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ, ხუთ ეტაპიან ლოგისტიკურ პროცესს - კავშირი-შეთავაზება-კონტრაქტი-დატვირთვა-ჩამოტვირთვა. მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით დაიხვეწილ და სრულყოფილად გამართულ მიმართულებებს - თურქეთი, ჩინეთი, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნები, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო გზით.

მიგვაჩნია, რომ მონაცემების დამუშავების გზით, მუდმივად განვითარებადი, მიწოდების ჯაჭვური პრინციპებით მიღებული გადაწყვეტილებები და მათი ოპტიმიზაცია, წარმოადგენს ჩვენი მომხმარებლების ბიზნესის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ ფაქტორს. პრიორიტეტს ვანიჭებთ მჭიდრო და გრძელვადიან თანამშრომლობას და პარტნიორობას, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებასა და ზრდას, რისკების განსაზღვრას და მათ განეიტრალებას. ჩვენი მისიაა მომხმარებელთა საჭიროებების, მარშრუტების, მიწოდების ალტერნატიული და ინოვაციური გზებისა და სერვისების მოძიება და შესწავლა; კლიენტთა საჭიროებებზე მორგებული, განვითარებაზე ორიენტირებული საუკეთესო ლოგისტიკური გადაწყვეტილებების გენერირება და განხორციელება. ასევე ნებისმიერი სახისა თუ მოცულობის ბიზნესისა თუ სექტორის მხარდაჭერა, როგორც საცალო, ისე სამომხმარებლო ვაჭრობის სეგმენტში.

დღევანდელ განვითარებად სამყაროში ლოჯისტიკა წარმოადგენს გლობალური ვაჭრობის ხერხემალს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტში. ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, გაგვაჩნია ამბიცია, “Alagi Logistics” გახდეს რეგიონის წამყვანი კომპანია ინდუსტრიაში. არაპროგნოზირებად, ცვალებად, რთულ და პარადოქსულ მსოფლიოში, ჩვენს მომხმარებელთათვის ვქმნით ღირებუბელებებს, რომლებიც პასუხობენ მათ ყველაზე ამბიციურ, ან რთულ მოთხოვნებსაც.

როგორც რეგიონის ლოგისტიკური ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი, „ალაგი ლოგისტიკსი“ თავს მოვალედ თვლის იყოს სრულყოფილებისაკენ მუდმივი ძიების პროცესში, საოპერაციო პროცესებიდან - გარემოსდაცვითი სამუშაოების ჩათვლით.


„ალაგი“ – ძველ ქართულად ადგილს, გზას ნიშნავს. ჩვენთან ერთად თქვენ ყოველთვის ირჩევთ სწორ „ალაგს“.

ბიზნეს ტილო

ძირითადი პარტნიორები

სტრატეგიული პარტნიორობა კონკურენტებს შორის

ოპტიმიზაცია და მომსახურების მასშტაბის ზრდით განპირობებული ეკონომიკა

ძირითადი საქმიანობა

ფორვარდერული მომსახურება, საერთაშორისო გადაზიდვებში

ძირითადი რესურსი

ინტელექტუალური რესურსი

ფასეული შეთავაზება

კლიენტებს ვაძლევთ საშუალებას კონცენტრირდნენ საკუთარ ბიზნესზე "აკეთონ საკუთარი საქმე"

ურთიერთობა მომხმარებელთან

პერსონალური დახმარება + პირადი წარმომადგენლის გამოყოფა ყოველ გადაზიდვაზე

არხები

საკუთარი პირდაპირი არიხ, გაყიდვების კვალიფიციური გუნდი

მომხმარებელთა სეგმენტი

ნიშური ბაზარი - იურიდიული პირები რომლებიც ანხორციელებენ ექსპორტს და იმპორტს

ხარჯების სტრუქტურა

ხარჯებზე ორიენტირებული + ცვალებადი ხარჯები

შემოსავლის სტრუქტურა

მომსახურების საფასური + რეალურ დროში ვაჭრობა

ჩვენი გუნდის წევრები

ალაგის გუნდი ლოგისტიკის, საბაჟო მომსახურებისა და კლიენტებთან კომუნიკაციის სპეციალისტებს აერთიანებს.