საქართველო – თურქეთს შორის ეკონომიკური, ვაჭრობის ურთიერთობა და ლოჯისტიკა.
“როგორც საქართველო არის ხიდი, რომელიც თურქეთს თავის ძმებთან აკავშირებს, ასევე თურქეთი სტრატეგიული ხიდია საქართველოსთვის დასავლეთთან ჯანსაღი ურთიერთობის დასამყარებლად” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი. 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და თურქეთის მიერ მისი აღიარების შემდეგ, ამ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა ძირითადად ჰარმონიულად განვითარდა, ძირითადად ორივე მხარისთვის სასარგებლო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური უპირატესობების გამო. საქართველოსთვის თურქეთი ევროპისკენ გამავალი დერეფანია, ხოლო საქართველო თურქეთისთვის – კასპიის რეგიონში გამავალი კარი. ეს იმით აიხსნება, რომ თურქეთს სომხეთის საზღვარი 1993 წლის მერე დაკეტილი აქვს, ხოლო საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია. აღსანიშნავია, რომ 2000-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან ურთიერთობას „სტრატეგიულ პარტნიორობად“ მოიაზრებს. 2005 წელს ორივე სახელმწიფომ ერთმანეთის მოქალაქეებისთვის სამ თვემდე ვადიანი ტურისტული ვიზების აღების აუცილებლობა გააუქმა, 2012 წლიდან კი, ორივე ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს საერთო საზღვრის გადასაკვეთად საერთაშორისო პასპორტის ქონაც კი აღარ სჭირდებათ, საამისოდ პირადობის მოწმობაც საკმარისია.თურქეთი საქართველოს ცენტრალური სავაჭრო პარტნიორიც გახლავთ. ქართული სტატისტიკის სამსახურის Geostat-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს თურქეთში ექსპორტი 2004 წელს 100 მილიონი აშშ დოლარის ნიშნულს პირველად ასცდა, 2008 წელს კი 200 მილიონს გადააჭარბა. 2014 წელს საქართველოს თურქეთში ექსპორტი 239 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ამით თურქეთმა საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობით აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა. აშკარაა თურქეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება იმპორტის სფეროში. 2014 წელს საქართველომ თურქეთიდან 1,727 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტირება მოახდინა. თურქეთიდან ყოველწლიური იმპორტის მთლიანი ღირებულება 2007 წლიდან – თურქეთ-საქართველოს-თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წლიდან მოყოლებული – უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთიდან იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების მთლიანი ღირებულება. საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სექტორი მოიცავს საზღვაო, სარკინიგზო, საგზაო-საავტომობილო და საჰაერო სისტემებს, რომლებსაც შესაბამისი დატვირთვა გააჩნიათ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის წარმოჩენაში. საქართველოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გაძლიერებისთვის გეოეკონომიკურად სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული,როცა,ორი მსხვილი რეგიონული ნავთობსადენის-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო–სუფსის,და ასევე-სამხრეთ კავკასიური გაზსადენის ბაქო–თბილისი–ერზრუმის(შაჰ-დენიზი) პროექტების განხორციელება გადაწყდა. როგორც ხედავთ, ლოჯისტიკა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე კომპანია “ALAGI” მრავალი წელი ახორციელებს თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით და ასევე საქართველოდან თურქეთის მიმართულებით, როგორც შერეული (მშრალი გაყინული და ADR )- ტვირთების, ასევე მთლიანი მანქანებით 90 მ3, 100 მ3 ჯუმბო,120 მ3-იანი, ტენტიანი და ტემპერატურული ტრაილერებით გადაზიდვებს, კომპანიის საკუთრებაში არსებული საკუთარი ტრანსპორტი, ავტოფარეხები და საწყობები საშუალებას აძლევს საშუალოდ 3-4 შერეული ტვირთების (გრუპაჟული) მანქანების გაშვებას, რაც ხდის კომპანიას როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ გადამზიდავს ქართულ ბაზარზე და ასევე აძლებს საშუალებას შეინარჩუნოს საუკეთესო ტარიფები, როგორც სტამბულის აზიური და ევროპული ნაწილებიდან, ასევე მთელი თურქეთის ტერიტორიიდან ტვირთების ამავე საწყობებში კონსოლიდირებაში, შემდგომ უმოკლეს ვადაში მანქანის შევსების და საქართველოს მიმართულებით ტრანსპორტირებაში. კომპანია “ALAGI”-ის მისიაა საქართველოს სატრანსპორტო ლოჯისტიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის ოპერატიული, სანდო და ხარისხიანი სერვისის შეთავაზების საფუძველზე კომპანიის გუნდმა შეძლო კომპანიის წამყვანი პოზიციის დაკავება ქართულ ლოჯისტიკურ კომპანიებს შორის და მზად არის გააგრძელოს განვითარება ყველასთვის სასურველი მიზნების მისაღწევად.ალაგი - სანდო და უცვლელი პარტნიორი
ჩვენს პროფესიონალიზმს და საიმედოობას ნდობას უცხადებენ, როგორც ბაზრის ლიდერები, ასევე, მცირე და ახალგაზრდა კომპანიები.
უფასო კონსულტაცია კითხვა-პასუხი