საქართველო – გზებისა და იმპერიების გზაჯვარედინზე.
ჩვენ ყოველთვის გვესმის: საქართველო არის ღვინო, გემრიელი კერძები, სტუმართმოყვარეობა, მთები, ულამაზესი ბუნება და სამი ათასი წლის ისტორია. და თითქმის არასოდეს გაგვიგია, რომ საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი – ძველი აბრეშუმის გზა. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს აქვს იდეალური მდებარეობა და ამის დასამტკიცებლად ამბობენ იმას, რომ საქართველოს აქვს ზღვაზე გასასვლელი და ის არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა. საქართველოს ხელსაყრელი სატრანსპორტო გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადასტურდა და გაიზარდა, როცა საფუძველი ჩაეყარა ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების მშენებლობას. 1998 წელს ბაქოში ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის თაობაზე, რომელიც დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას დააკავშირებს კავკასიისა და შუა აზიის გავლით. ამ დერეფანს შემოკლებით “ტრასეკას” უწოდებენ. მას ასევე იხსენებენ, როგორც ახალი “აბრეშუმის გზა”ქვეყნის გეოპოლიტიკურიმდებარეობა მეზობელ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებით ფასდება. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა განისაზღვრება მისი ურთიერთობებით უშუალო მოსაზღვრე და არამოსაზღვრე ქვეყნებთან, აგრეთვე, ამ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციებით. საქართველოს მეზობელ ქვეყნებად ითვლება მისი უშუალო მოსაზღვრედა მეტნაკლებად დაშორებული სახელმწიფოები. მათი უმრავლესობა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებია, დანარჩენები კი – ყოფილი სოციალისტური და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. მათ შორის მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფო – თურქეთია ნატოს წევრი ქვეყანა. ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ოდითგანვე დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. საქართველოს სატრანსპორტო – გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია, რაც გამოიხატება შავი ზღვის სანაპიროზე მისი მდებარეობით, უმოკლესი სახმელეთო გზების არსებობით ევროპასა და აზიას შორის კავშირის დასამყარებლად. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო ჩიხში იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა. სატრანსპორტო მაგისტრალები, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე გადის, საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს, სწორედ ამგვარი დერეფნები ასრულებს მთავარ როლს ქვეყნებს შორის კავშირის გაფართოებასა და სატრანპორტო სისტემის ჩამოყალიბებაში. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მეტად ხელსაყრელი მდებარეობა აქვს, რაც განაპირობებს მის ეკონომიკურ განვითარებას და საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას.ალაგი - სანდო და უცვლელი პარტნიორი
ჩვენს პროფესიონალიზმს და საიმედოობას ნდობას უცხადებენ, როგორც ბაზრის ლიდერები, ასევე, მცირე და ახალგაზრდა კომპანიები.
უფასო კონსულტაცია კითხვა-პასუხი