“ჯადოსნური რკინის ყუთი” და პირველი საკონტეინერო გადაზიდვა ისტორიაში
დღეს, არავის უკვირს ხილისა და სურსათის მრავალფეროვნება მაღაზიების დახლებზე და რაც მთავარია მათი უმეტესობა მოყვანილი და წარმოებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. არავინ უფიქრდება იმას, რომ იტალიური სპაგეტი, ესპანური ნაყინი, ბელგიური შოკოლადი, ირლანდიური ვისკი და ა.შ. მარტივად შესაძლებელია შეიძინო საქართველოს ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტში და რაც მთავარია, იგივე ფასად, რაც მწარმოებელ ქვეყნებშია. არა და სულ რაღაცა 60 წლის წინ ეს შეუძლებელი იყო. ჩნდება კითხვა – რატომ? პასუხი მარტივია – გლობალიზაცია, რომელსაც “ჯადოსნური რკინის ყუთის” იგივე კონტეინერის გამოჩენა უძღოდა წინ. “კონტეინერი” – ინგლისური წარმოშობის სიტყვაა, რომელიც სიტყვასიტყვით “შიგნით მოთავსებულ”- ს ნიშნავს. ამ სასწაული ყუთის გამომგონებელი ამერიკელი მეწარმე – მალკოლმ მაკლინი გახლდათ. პირველად ეს იდეა 30-იან წლებში მოუვიდა, მაგრამ მან ამის განხორციელება და დანერგვა მხოლოდ 20 წელიწადში შეძლო. ლეგენდარულმა მალკოლმა არა მხოლოდ კონტეინერი გამოიგონა, მან ყოვლისმომცველი სატვირთო კონტეინერებით გადაზიდვების სისტემა დანერგა, რომელმაც ნათლად დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და მსოფლიო დაიპყრო. გენიალური იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც მალკოლმი მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად საკუთარ ლოგისტიკურ კომპანიაში. ერთხელ, როდესაც მალკოლმი მივიდა პორტში და გაჩერდა მანქანების გრძელ რიგში, ის დაფიქრდა იმაზე თუ რამდენად არაეფექტური იყო ტვირთის ცალობით გადალაგება გემზე, რომ ეს პროცესი ადამიანის ძალისხმევას და დიდ დროს საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ იდეის განსახორციებლად მალკოლმს საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდებოდა,მან 20 წელიწადში ეს შეძლო. ადრეულ 50-იან წლებში, მის კომპანიას 37 დატვირთვისა და გადმოტვირთვის ტერმინალები ეკუთნოდა და აშშ -ს სატრანსპორტო კომპანიების რეიტინგში მე-5-ე ადგილს იკავებდა. და აი ზუსტად ამ დროს, წარმატებული მეწარმე 7,000,000 დოლარად იძენს გადამზიდავ კომპანიას და მეორე მსოფლიოს ომის პერიოდის ტანკერს სახელად Ideal X. 1956 წლის აპრილის დასაწყისში განხორციელდა პირველი საკონტეინერო გადაზიდვა. თუ სატრანსპორტო კომისიას დაჭირდა 1 წელი, რომ დარწმუნებულიყო ამ ახალი ტიპის გადაზიდვის ეფექტურობაში, მომხმარებელმა სწრაფად დაინახა, რომ ეს გადაზიდვა გაცილებით იაფი და უფრო საიმედოა. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც განსაზღვრავდა მსოფლიო გლობალიზაციას. თუ ადრე 1 ტონა ტვირთის ჩატვირთვა 6 დოლარი ღირდა, ეხლა ეს მხოლოდ 16 ცენტი ჯდებოდა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ კონტეინერებში მომავალია. სტანდარტულ კონტეინერად ითვლება 20 ფუტიანი კონტეინერი, მას ნახავთ მსოფლიოს ნებისმიერ პორტში. არსებობს ასევე სპეციალური კონტეინერები ნაყარი ტვირთის გადასაზიდად და ასევე ტანკერები სითხეების და გაზის გადასაზიდად. არის მაცივრიანი კონტეინერები, რომლითაც ხილი და სხვა მალფუჭებადი პროდუქტი ტრანსპორტირდება. რა საკვირველია მხოლოდ კონტეინერის აღმოჩენა არ იყო საკმარისი შეეცვალა მსოფლიოს ეკონომიკა. მსოფლიოს ეკონომიკა “ინტერმოდალურობამ” შეცვალა. რა არის ინტერმოდალურობა? Intermodality – ეს არის იდეა, რომელსაც ეფუძვნება მთელი სატრანსპორტო ლოგისტიკა. როგორც კი ტვირთი ჩამოდის პორტში ის ამწეს მეშვეობით დაუყონებლივ იტვირთება მატარებლზე ან სატვირთო მანქანაზე. მთელ მსოფლიოში, ამწეზე ერთი და იგივე სტანდარტების შესაკრავებია დამონტაჟებული რაც ამარტივებს დატვირთვის და ჩამოტვირთვის პროცესს. ჩვენ მივიღეთ ინტერმოდალურობის შემდეგი ჯაჭვი: ქარხანა, მატარებელი, გემი, სატვირთო მანქანა, მაღაზია, მომხმარებელი! და ეს ყველაფერი მისტერ მაკლინის დამსახურებაა. დროა დავუბრუნდეთ ისტორიას: საკონტეინერო გადაზიდვების განვითარების ტემპი იქნებოდა ბევრად შენელებული, თუ არა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში – ომი ვიეტნამში. 1964 წელს დაიწყო ვიეტნამის ომი. აშშ-ს სამხედროებმა იარაღის, მედიცინის, საკვებისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების რეგულარული მიწოდება მოითხოვეს. მ. მაკლეინმა ხელი მოაწერა კონტრაქტს აშშ-ს სამხედრო დეპარტამენტთან და მას შემდეგ მისმა აღმოჩენამ აქტიურად დაიწყო განვითარება. ყოველთვიურად ვიეტნამში იგზავნებოდა 12,000 კონტეინერი. ეს ხორციელდებოდა სტანდარტული მეთოდით: ცარიელი კონტეინერის მიწოდება, მისი სრული კომპლექტაცია ტვირთით, დატვირთვა გემზე, ჩამოსვლა პორტში, გადმოტვირთვა, მიწოდება, ტვირთის გადმოტვირთვა, ცარიელი კონტეინერის დაბრუნება. უკანა გზაზე მაკლინის კომპანია, რომელსაც იმ დროისთვის SeaLand – ეწოდებოდა იღებდა კომერციულ ტვირთებს ტაივანიდან, იაპონიიდან, სინგაპურიდან, ფილიპინებიდან და ახორციელებდა გადაზიდვებს აშშ-ში.1973 წელს, როდესაც ომი დასრულდა, სატვირთო გადაზიდვის 80 % საკონტეინერო იყო. მაკლინი თავისი საკუთარი მოგონების ტრიუმფით აგრძელებდა ცხოვრებას. იგი 2001 წელს გარდაიცვალა. რაც შეეხება მის კომპანიას ის 1969 წელს 530,000,000 დოლარად გაიყიდა, ხოლო 1999 წელს დანიური გიგანტის Maersk Sealand – ის (Maersk Line) საკუთრება გახდა. კომპანია “Alagi”, მრავალი წელი თანამშრომლობს არა მხოლოდ Maersk – თან, არამედ ისეთ მსხვილ საზღვაო ხაზებთან როგორიცაა: MSC -ი, Evergreen -ი, Hapag – Lloyd-ი, CMA CGM -ი. გრძელვადიანი თანამშრომლობა ასეთ მსხვილ და წარმატებულ კომპანიებთან – არის გარანტი ლოგისტიკური კომპანიის ჯაჭვური სისტემის რგოლებისა: დროის, სტაბილურობის და უსაფრთხოების.ალაგი - სანდო და უცვლელი პარტნიორი
ჩვენს პროფესიონალიზმს და საიმედოობას ნდობას უცხადებენ, როგორც ბაზრის ლიდერები, ასევე, მცირე და ახალგაზრდა კომპანიები.
უფასო კონსულტაცია კითხვა-პასუხი