იტალია – საქართველო
იტალია მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა საქონლის ექსპორტის და იმპორტის მხრივ. 2013 წელს საქონლის ექსპორტმა შეადგინა 483 მილიარდი აშშ დოლარი (მსოფლიო ექსპორტის 4.5%), იმპორტი – 469 მილიარდი აშშ დოლარი (მსოფლიო იმპორტის 3.8%). ოფიციალურად იტალიამ 2019 წელს მსოფლიოს მასშტაბით 532,7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი დააექსპორტა. რას აექსპორტებს იტალია – პირველ რიგში მექანიკური ინჟინერიის ბაზარზე მას მნიშვნელოვანი როლი აქვს (ბრენდები “FIAT”, “Ferrari”), მოტოციკლები და სკუტერები, ზღვის გემები; ასევე მსუბუქი მრეწველობა (ტექსტილი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი), სოფლის მეურნეობის პროდუქტები (ციტრუსები, ბოსტნეული, ღვინო, ხილი). იტალიის ეკონომიკა ინვესტიციებს იღებს აშშ-დან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. იტალიასა და საქართველოს დიდი ხნის მყარი ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს, როგორც სახელმწიფო, ასევე სამეწარმეო დონეზე. სავაჭრო ურთიერთობები გამარტივებულია 2014 წლის ოქტომბერში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთნახმების (DCFTA) ძალაში შესვლის შემდგომ. ვაჭრობის კუთხით, იტალია საქართველოს რიგით მეოთხე პარტნიორია ევროპის, და მეათე – მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში წარმოდგენილი იტალიური კომპანიების რიცხვი დღითიდღე იზრდება. საკმარისია ვახსენოთ Gruppo Ferrero (თხილის წარმოება), რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი უცხოელი ინვესტორია. საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრაქტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართულია ისეთი უმსხვილესი იტალიური კომპანიები, როგორიცაა SAIPEM და SALINI IMPREGILO. კომპაია “ALAGI” საქართველოში ერთ-ერთი ლიდერია ევროპიდან კერძოდ იტალიიდან ნაკრები (გრუპაჟული) ტვირთების ტრანსპოტირებაში. მრავალწლიანი გამოცდილება, საწყობები ლოგისტიკურად სტრატეგიულ ლოკაციებზე, დოკუმენტების შემოწმება, 24/7-ზე სერვისი გვაძლევს საშუალებას თქვენთვის მნიშვნელოვანი ტვირთი სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად მოგაწოდოთ. “ALAGI” საქართველოს ლოგისტიკურ ბაზარზე ცნობილია როგორც სწრაფი გადამზიდავი, ამის მიზეზი თვეში 4-8 შერეული (გრუპაჟული) ტვირთის მანქანაა ევროპიდან, ძირითადად იტალიიდან, რომლის ტრანსპორტირების ვადა 10-12 დღემდე მერყეობს.ალაგი - სანდო და უცვლელი პარტნიორი
ჩვენს პროფესიონალიზმს და საიმედოობას ნდობას უცხადებენ, როგორც ბაზრის ლიდერები, ასევე, მცირე და ახალგაზრდა კომპანიები.
უფასო კონსულტაცია კითხვა-პასუხი