ლოჯისტიკა

რას ნიშნავს ლოჯისტიკა? 

ლოგისტიკა (ფართო გაგებით) არის მატერიალური და მისი შესაბამისი ნაკადების მოძრაობის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, შესრულება და კონტროლი შესყიდვის მომენტიდან წარმოების და საქონელმოძრაობის (ტრანსპორტირება და სასაწყობო მეურნეობა) ჩათვლით, საბოლოო მომხმარებლამდე, ბაზრის მოთხოვნების უკეთესად დაკმაყოფილების მიზნით, მინიმალური დანახარჯებითა და საშუალებების რაციონალური გამოყენებით. 

ლოგისტიკა ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში არსებობს. ჩვენს ქვეყანაში სამეურნეო მექანიზმის გარდაქმნის რადიკალურ ღონისძიებებსა და განვითარების ინტენსიურ გზებზე გადასვლისას სულ უფრო იზრდება ლოგისტიკის მნიშვნელობა. ტერმინი „ლოგისტიკა“ რომელიც ჩვენი საუკუნის დასაწყისამდე ცნობილი იყო მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისათვის დღეს ფართოდ ვრცელდება. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ლოგისტიკის მცნების გამოყენება ეკონომიკაშიც დაიწყეს. ისტორიულად ლოგისტიკა ვითარდებოდა როგორც სამხედრო დისციპლინა. ამ სფეროსთვის ეს ტერმინი ცნობილია ჩვენს წელთ აღრიცხვამდე IX საუკუნეში (ბიზანტია), რომელიც ძირითადად ზურგის კარგად მუშაობას ნიშნავდა (სამხედრო მოსამსახურეთა ზურგი - არის შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი; სამხედრო შენაერთების, ნაწილების, ქვედანაყოფების, დაწესებულებების ერთობლიობა რომლებიც ანხორციელებენ შეიარაღებული ძალების და ფლოტის უზრუნველყოფას ცხოვრებისა და საბრძოლო საქმიანობისათვის ყველა აუცილებელი საშუალებებით), შეიარაღებული ძალების ყველა აუცილებელი საშუალებით უზრუნველსაყოფად, ესე იგი ნიშნავდა მუშაობას, რომელიც საბრძოლო წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

 ლოგისტიკის სარგებლიანობა განისაზღვრება იმ მოსალოდნელი დანაკარგების თავიდან აცილების სიდიდით, რომელიც წარმოიშობა მაშინ, როცა რაიმე საჭირო გვაკლია საჭირო ადგილზე და საჭირო დროს. 

სიტყვა „ლოგისტიკა“ ბერძნული წარმოშობისაა და ყველა ევროპულ ენაში იხმარება. ძველ საბერძნეთში ის აღნიშნავდა გამოანგარიშების, მსჯელობისა და დაგეგმარების ხელოვნებას.

 ლოგისტიკის განვითარების ძირითადი მიმართულება არის ეკონომიკური მიმართულება, რომელშიც ლოგისტიკაში იგულისხმება მეურნეობრიობის სამეცნიერო - პრაქტიკული მიმართულება, რომელიც გამოიხატება წარმოებისა და მომსახურეობის სფეროში მატერიალური და მასთან დაკავშირებული ინფორმაციული და ფინანსური ნაკადების ეფექტიან მართვაში. თუ მიმოვიხედავთ ირგვლივ, დავინახავთ პრობლემებს, რომლებსაც ლოგისტიკა შემოიკრებს და მართავს სხვადასხვაგვარად (ეს ნაკადებია: ინფორმაციული, მატერიალური, ენერგეტიკული, ფინანსური და ა.შ.).

 ლოგისტიკა შეისწავლის და ორგანიზებას უკეთებს მატერიალური და ინფორმაციული ნაკადების ეფექტიანად მართვის პროცესებს მომხმარებლის პროდუქციით დაკმაყოფილების და მომსახურების ფორმების სრულყოფის მიზნით. 

ეკონომიკური საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მატერიალური ნაკადის მოძრაობასთან: წარმოებები შეისყიდან ნედლეულს _ დაკომპლექტებულს და ნახევარფაბრიკატს _ ორგანიზაციას უკეთებენ მათ მიწოდებას, შენახვას და შეკვეთის უზრუნველყოფას. რამდენადაც მატერიალური ნაკადის კოორდინაცია დაკავშირებულია ინფორმაციის მიღებასთან, დამუშავებასთან და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან, იმდენად აუცილებელია ლოგისტიკური ინფორმაციული სისტემების ორგანიზაცია.

 ნაკადის ეს მოძრაობა მოითხოვს აგრეთვე ფინანსურ უზრუნველყოფას. დაწესებულებების დაინტერესებამ, გაეზარდათ წარმოების მოცულობა, გამოიწვია კონკურენციის ზრდა პროდუქციის გასაღებაში და მოითხოვა მარკეტინგსა და ლოგისტიკაზე ყურადღების მიქცევა. მწარმოებლის ბაზრიდან მომხმარებლის ბაზარზე გადასვლის წყალობით მწარმოებელი ფირმები ამჟამად თავიანთ საქმიანობას ახორციელებს კლიენტების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით საქონლის ხარისხსა და მომსახურებაზე.

 იმისათვის, რომ შევარჩიოთ მაღალი ხარისხის მიმწოდებელი მისაღები ფასებით პროდუქციაზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კაპიტალურ დაბანდებათა მინიმიზაციას და დაკვეთის შესრულების სისწრაფეს. ფართო მოხმარების საქონლის შეძენისას კლიენტების მომსახურების დონე განისაზღვრება ლოგისტიკის ეფექტურობით. 

ლოგისტიკის ეფექტურობის ძირითად მეთოდებს განეკუთვნება:

  • მიწოდების საიმედოობა,
  • მიწოდების სიზუსტე, 
  • მიწოდების ვადები (ციკლი);
  •  მიწოდებისთვის მზადყოფნა (კლიენტის მდგომარების შესაბამისად უზრუნველყოს დაკვეთის შესრულება);
  •  მოქნილობა (მოახდინოს სწრაფი რეაგირება კლიენტისგან ადრე გაფორმებული დაკვეთის ცვლილებაზე); 
  • მიწოდების ხარისხი (კლიენტის პირობები შეასრულოს დაკვეთის მიხედვით); ინფორმაციული მზადყოფნა.

ლოგისტიკა არის მეცნიერება დაგეგმვის, კონტროლის და მართვის შესახებ, ასევე ტრანსპორტირება, დასაწყობება და სხვა მატერიალური და არამატერიალური ოპერაციების შესრულება, რომლებიც უზრუნველყოფს ნედლეულის და მასალების მიტანას წარმოებიდან მომხმარებლამდე; 

რა პუნქტებს მოიცავს ლიჯისტიკა?

ტვირთის სახეობები სპეციფიკაციიდან და მონაცემებიდან გმომდინარე ტვირთი შეიძლება იყოს: 
სტანდარტული
ტრანზიტული
 ტემპერატურული რეჟიმის მქონე (REF)
 სახიფათო (ADR) 
არაგაბარიტული ტვირთები  
ფიტო/ვეტო 

სტანდარტული 

 ტვირთს ეწოდება სტანდარტული, მაშინ როდესაც მისი ზომები, თვისებები და მახასიათებლები არ მოითხოვს ტრანსპორტირებისათვის დამატებით პირობებს. ტრანზიტული - თუ ტვირთის მწარმოებელი ქვეყანა განსხვავდება ტვირთის ტრანსპორტირების მომენტში მოცემული ქვეყნისა და ადგილმდებარეობისაგან, ან შემთხვევაში ტვირთს ეწოდება ტრანზიტული. მაგ:თუ ტვირთი წარმოებულია გერმანიაში და შემდეგ იტალიურმა კომპანიამ იყიდა გერმანული კომპანიისაგა, მაგრამ არ გააფორმა საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით (ანუ ტვირთი კვლავ რჩება გერმანულად) და გაყიდა ქართულ კომპანიაზე, ამ შემთხვევაში ტვირთი არის ტრანზიტული, ანუ რეალურად ტვირთი დამზადდა გერმანიაში, ხოლო მდებარეობს იტალიაში. მსგავსი ტიპის ტვირთის ტრანსპორტირებისას აუცილებლად უნდა დამზადდეს T-1 საბუთი.

ტემპერატურული რეჟიმის მქონე (REF)

ტვირთს, რომლის გადაზიდვის დროსაც აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა ეწოდება ტემპერატურული რეჟიმის მქონე ტვირთი და გადასაზიდად საჭიროა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება. 

ტემპერატურული რეჟიმის მქონე ტვირთს მიეკუთვნება :

შოკოლადი, კარაქი, ყველი და ა.შ 

სახიფათო (ADR)

სახიფათოდ ითვლება ტვირთი, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს გარემოსა თუ ადამიანების ჯანმრთელობას. ასეთი ტვირთების საავტომობილო გადაზიდვა ხორციელდება სახიფათო ტვირთების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების (ADR) და სპეციალური ინსტრუქციის თანახმად. სახიფათო ტვირტების გადაზიდვისთვის გამოიყენება სპეციალურად მოწყობილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც შესაბამისი ნებართვაა გაცემული, მძღოლებს კი სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი.

 გაეროს მიერ სახიფათო ტვირთები დაყოფილია 9 კლასად:

  1.  ფეთქებადი მასალები და საგნები
  2.  შეკუმშული და წნევის ქვეშ გახსნილი გაზები 
  3. ადვილად აალებადი სითხეები 
  4. ადვილად აალებადი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები 
  5. მჟანგავი ნივთიერებები და ორგნული პეროქსიდები 
  6. შხამიანი და ინფექციური ნივთიერებები 
  7. რადიოაქტიური ნივთიერებები 
  8. მჟანგავი ნივთიერებები 
  9. სხვა სახიფათო ნივთიერებები 

არაგაბარიტული ტვირთები

არაგაბარიტულია ტვირთი, რომელიც არ თავსდება სტანდარტულ მისაბმელსა თუ კონტეინერში. ტვირთი, რომელიც აღემატება სიგრძით 13,6 მეტრს, სიგანით 2,5 მეტრს, სიმაღლით 3 მეტრსა და წონით 24 ტონას ითვლება არაგბარიტულ ტვირთად. არაგბარიტულ და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვას სჭირდება სპეციალური ტექნიკა და ნებართვები, თუმცა გადაზიდვის მთავარ ასპექტს წარმოადგენს საინჟინრო დაგეგმარების ეფექტურად წარმოება. 

ფიტო/ვეტო 

არსებობს ტვირთები, რომლის გადაზიდვის დროს მოთხოვნადია ფიტო ან ვეტო სერტიფიკატი, რომელიც აუცილებლად თან უნდა ახლდეს ტვირთს. მსგავ ტვირთებს განეკუთვნება: საკვები დანამატები, ცხოველების საკვები და ა.შ 

რა სერვისებს სთავაზობს ალაგი კომპანიებს?

გადაზიდვების რა სახეობები არსებობს და რა უპირატესობებო აქ თითოეულს?

 ლოგისტიკაში არსებობს გადაზიდვის ძირითადი ოთხი ტიპი:

1. სახმელეთო გადაზიდვა

ტვირთის გადაზიდვა ხდება საავტომობილო გზით. ერთ-ერთი უპირატესობაა მაღალი მანევრირება. საავტომობილო ტრანსპორტის საშუალებით შესაძლებელია ტვირთის გადატანა „კარიდან კარამდე“ საჭირო სიჩქარით. ტრანსპორტის ამ სახეობისთვის დამახასიათებელია მიწოდების რეგულარულობა. აქ სხვებთან შედარებით მკაცრი მოთხოვნებია საქონლის შეფუთვაზე. საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ნაკლოვანებაა გადაზიდვის შედარებით მაღალი თვითღირებულება; შემდეგი ნაკლოვანება-ეს არის ტვირთის დატაცების შესაძლებლობა (ტრანსპორტის მოტაცება) და შედარებით დაბალი დატვირთვისუნარიანობა 

2. საჰაერო გადაზიდვა

 ტვირთის გადაზიდვა ხდება ავიატრანსპორტით, ძირითადი უპირატესობაა მაღალი სიჩქარე და შორეულ რაიონებში მიღწევის შესაძლებლობა. ნაკლოვანება ტვირთის მაღალი ტარიფი და მეტეოროლოგიურ პირობებზე დამოკიდებულება, რაც დაბლა სწევს გრაფიკის მიხედვით მიწოდების საიმედოობას 

3. საზღვაო გადაზიდვა

 ტვირთის გადაზიდვა ხდება საზღვაო ტრანსპორტით, მისი ძირითადი უპირატესობაა ტვირთის გადაზიდვის დაბალი ტარიფი და მაღალი გადაზიდვის უნარი. ამ ტრანსპორტის ნაკლოვანებაა: დაბალი სიჩქარე, მკაცრი მოთხოვნები შეფუთვასა და ტვირთის სიმაგრეზე, ასევე გამგზავრების დაბალი სიხშირე 

4. სარკინიგზო

 ტვირთის გადაზიდვა ხდება რკინიგზით, სარკინიგზო ტრანსპორტს შეუძლია ტვირთის გადაზიდვა ნებისმიერი ამინდის პირობებში. ამ საშუალებით შესაძლებელია ტვირთის გადაზიდვა დიდ მანძილებზე. ამ სატრანსპორტო საშუალების შედარებითი უპირატესობაა გადაზიდვის შედარებით დაბალი თვითღირებულება

5. კონსოლიდირებული გადაზიდვა

ეს არის გადაზიდვის ტიპი, რომლის დროსაც ხდება ორი ან მეტი ზემოაღნიშნული გადაზიდვის ტიპების შერწყმა. მაგ: სახმელეთო-საზღვაო-სახმელეთო და ა.შ

კომპანიის ძირითადი მიმართულებები

გადაზიდვის მიმართულებები დღესდღეობით შპს „ალაგი ლოგისტიკს”-ში დაყოფილია შემდეგი პრიორიტეტების მიხედვით : 

ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესი არის სახმელეთო გადაზიდვები.

  1. ნაკრები ტვირთები ევროპიდან 
  2. ტრაილერები სრული დატვირთვით ევროპიდან
  3. ტრაილერები სრული დატვირთვით თურქეთიდან
  4. ნაკრები ტვირთები თურქეთიდან 
  5. ტრაილერები სრული დატვირთვით უკრაინა/რუსეთიდან
  6. საჰაერო გადაზიდვები (მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან) 
  7. საზღვაო/საკონტეინერო გადაზიდვები სარკინიგზო გადაზიდვები

ტვირთის განბაჟება და საბროკერო მომსახურება

 ტვირთის განბაჟების პროცესი იწყება მას შემდეგ რაც ტვირთი შემოვა საქართველოს ნებისმიერ საბაჟო კონტროლირებად ზონაში და ტვირთმიმღები გამოცხადდება შესაბამის საბაჟოზე. ტვირთის განბაჟება ხდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. შპს „ალაგი ლოგისტიკს”-ი თავის კლიენტების სერვის პლიუსის სახით თავაზობს საბაჟო საბროკერო მომსახურებას. მინდობილობის საფუძველზე კომპანიის საბაჟო წარმომადგენელი ახორციელების ტვირთის განბაჟებას კლიენტის მაგივრად, შესაბამისი ანაძღაურების საფუძველზე. 

ტვირთის წინასწარი განბაჟება და დეკლარირება

 ტვირთის წინასწარი განბაჟება ან დეკლარირება ხდება შემდეგი პროცედურის დაცვით. ტვირთის საქართველოს საზღვრებში შემოსვლამდე კლიენტი აკეთებს წინასწარ განაცხადს საბაჟოზე, შემოსასვლელი ტვირთის შესახებ. ტვირთის შესაბამისი საბუთების წარდგენის შემდეგ საბაჟო იწყებს წინასწარი განბაჟების პროცედურას, რის შედეგადაც ანიჭებს ტვირთს “C“ ნომერს, აღნიშნული ნომერი აუცილებლად უნდა დააფიქსიროს მძროლმა საქართველოს საზღვარზე შემოსვლისას და იმ შემთხვევაში თუ საბაჟო პროგრამამ ტვირთი გაამწვანა ტვირთი ითვლება განბაჟებულად. აღნიშნული პროცედურის უპირატესობა არის შემდეგი : იმპორტიორი კომპანიას წინასსწარი განბაჟება/დეკლარირების დროს ეძლევა საშეღავათო პერიოდი გადასახადების თვალსაზრისით კონკრეტულ ტვირთზე. რეექსპორტი რეექსპორტი არის საბაჟო პროცედურა რომლის დროსაც ხდება ტვირთის მწარმოებელი ქვეყნის ცვლილება. აღნიშნული პროცედურის აუცილებლობა წარმოიშვება მაშინ როდესაც ორი ქვეყანა წყვეტს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობას. მაგ : სომხეთში აკრძალულია თურქული წარმოების საქონლის შეტანა. სწორედ ამ დროს ხდება რეექსპორტი საჭირო. სომხეთის კომპანია ყიდულობს თურქული კომპანიისგან საქონელს ქართული კომპანიის შუამავლობით. შესაბამისად ტვირთი საქართველოში ჩამოსვლისას, რეექსპორტის საშუალებით ხდება ქართული და სომხეთში უკვე შედის ქართული ტვირთის სახელით. აღნიშნული სერვისის გაწევა ხდება დამატებითი ანაზღაურების საფუძველზე ,კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.

ტვირთის კლიენტის საწყობამდე

 ტრანსპორტირება ტვირთის ტრანსპორტირება კლიენტის საწყობამდე, საბაჟო/საბროკერო მომსახურებასთან ერთად არის კიდევ ერთი დამატებითი სერვის პლიუსი რომელსაც შპს “ალაგი ლოგისტიკს” სთავაზობს თავის კლიენტებს. წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ხდება კლიენტის ტვირთის საბაჟო ტერმინალიდან მისივე საწყობამდე ტრანსპორტირება. ტრანსპორტირება ხორციელდება ან ძირი ტრაილერით ან გადაიტვირთება სხვა ზომის სატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთის მონაცემებიდან გამომდინარე.

ალაგი - სანდო და უცვლელი პარტნიორი

ჩვენს პროფესიონალიზმს და საიმედოობას ნდობას უცხადებენ, როგორც ბაზრის ლიდერები, ასევე, მცირე და ახალგაზრდა კომპანიები.

უფასო კონსულტაცია კითხვა-პასუხი