გამართული ლოჯისტიკა – თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარია
ნებისმიერი წარმატებული ბიზნესის ლიდერი აღიარებს ეფექტურად ორგანიზებული ლოჯისტიკის მნიშვნელოვან როლს ბიზნესის განვითარებაში. მათ ესმით, რომ უწყვეტი (“seamless”) ლოჯისტიკის განხორციელება უმთავრესი ელემენტია მომხმარებლის მოთხოვნების დაცვაში და მათი საქმიანობის წარმატებულ განვითარებაში. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ბიზნესი, თქვენ გსურთ მისი განვითარება და გაფართოება როგორც რეგიონალურ ასევე საერთაშორისო დონეზე. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ბიზნესის ადგილმდებარეობა ან ინდუსტრია, ლოჯისტიკა დაგეხმარებათ შეამციროთ ხარჯები და დრო. მომარაგების ქსელები რთული და მგრძნობიარე სისტემაა, რადგან ის დამოკიდებულია მუდმივად ცვალებადი მომხმარებლის მოთხოვნებზე. მიწოდების ქსელი ვერ უზრუნველყოფს მაღალი მნიშვნელობის ღირებულებას, თუ ის ეფექტურად ორგანიზებული ტრანსპორტის გარეშეა. ამ მიზეზით, ლოჯისტიკა არის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ნებისმიერი მიწოდების ჯაჭვის ხარისხში. როდესაც ბიზნესი იზრდება და ფართოვდება (რეგიონალურად, საერთაშორისო დონეზე ან თუნდაც გლობალურად), ის უფრო მეტად ეყრდნობა ეფექტურად ორგანიზებულ მიწოდებას, რაც მოიცავს დახვეწილ ლოჯისტიკას. მიწოდების ქსელის ეს ელემენტი არ არის ის, რაც ”მხოლოდ მნიშვნელოვანია მსხვილი ბიზნესის განვითარებაში”. იგი ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის ასევე ეფექტურობის და მომგებიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. მომხმარებელი ხარისხის ან რაოდენობის გარდა დიდ ყურადღებას ანიჭებს ხელმისაწვდომობას, სწორედ მაგიტომ გონივრული ბიზნესმენები ლოჯისტიკას მნიშვნელოვან ინსტრუმენტად თვლიან მომხმარებლისთვის ღირებულების შესაქმნელად. მეტი ღირებულების უზრუნველსაყოფად, ბიზნესი ან მუშაობს საკუთარი ლოჯისტიკური საქმიანობის გაუმჯობესებაზე ან ეყრდნობა პროფესიონალებს. პირველი შეხედვით სატრანსპორტო ლოჯისტიკა “მარტივი” ჩანს. სინამდვილეში ის რეალურად მოითხოვს უამრავ სპეციალურ ცოდნას, უნარსა და პროფესიონალურ მენეჯმენტს. კომპანია “ALAGI” წლების განმავლობაში დიდ ყურადღებას ანიჭებდა ყოველივე თანამშრომლის პროფესიონალიზმს. თითოეულ გუნდის წევრს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგები და კურსები. გუნდის ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ლოჯისტების განვითარებას და პროფესიონალურ ზრდას, ვინაიდან ცალკე აღებული თანამშრომლის წარმატება კომპანიის წარმატებას გულისხმობს!ალაგი - სანდო და უცვლელი პარტნიორი
ჩვენს პროფესიონალიზმს და საიმედოობას ნდობას უცხადებენ, როგორც ბაზრის ლიდერები, ასევე, მცირე და ახალგაზრდა კომპანიები.
უფასო კონსულტაცია კითხვა-პასუხი