LCL სერვისი

ალაგი ლოგისტიკი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ემსახურება საქართველოში არსებულ დიდ და საშუალო კომპანიებს ექსპორტსა და იმპორტში. ბოლო წლების გამოცდილებიდან და ჩვენი კლიენტების მოთხოვნიდან გამომდინარე, გასული წლის ბოლოდან გავაუმჯობესეთ და დავხვეწეთ ჩინეთის მიმართულება.


ვინაიდან ჩინეთი, წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველია რომ საქართველოში არსებულ ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ არსებულ და პოტენციურ კლიენტებს შევთავაზოთ საზღვაო გადაზიდვის სერვისი.


რას მოიცავს LCL სერვისი?

LCL ეს არის სანაკრებო ტვირთები, რაც გულისხმობს შემდეგს: მომხმარებელს შეუძლია კონტეინერის შეუვსებლად წამოიღოს ნებისმიერი სახეობის ტვირთი, ანუ სანაკრებო ტვირთები. სერვისის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ჩინეთის ოთხ ძირითად პორტში არსებული ჩვენი საწყობით. ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტირებისას აუცილებლად ხდება მისი დაზღვევა.


ვისთვის არის განკუთვნილი ეს სერვისი?

სერვისი მიმართულია საქართველოში არსებული ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის, იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ზომის კომპანია. ჩვენი მიზანია შევუქმნათ მათ მაქსიმალური კომფორტი, მივაწოდოთ მათთვის სასურველი ტვირთი დროულად და უსაფრთხოდ. ეს მათ საშუალებას მისცემს მეტად კონცენტრირდნენ კომპანიისთვის სხვა საციცოხლო გადაწყვეტილებებზე.


რა უპირატესობებით ისარგებლებს მომხმარებელი?

ჩვენს მომხმარებელს ექნება საშუალება ისარგებლოს ჩინეთის ოთხ ძირითად პორტში არსებულუ საწყობით. შეიძინოს ნებისმიერი ტიპის ტვირთი და დაუზიანებლად, დროის მოკლე მონაკვეთში მიიღოს მისთვის სასურველ ლოკაციაზე.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ჩვენს გაყიდვების წარმომადგენელს!

ალაგი - სანდო და უცვლელი პარტნიორი

ჩვენს პროფესიონალიზმს და საიმედოობას ნდობას უცხადებენ, როგორც ბაზრის ლიდერები, ასევე, მცირე და ახალგაზრდა კომპანიები.

უფასო კონსულტაცია კითხვა-პასუხი