პირველი ლოგისტები და ლოგისტიკის ოსტატები.

კომპანიის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროში ლოგისტიკა შედარებით ახალი მიმართულებაა. ტერმინი “ლოგისტიკა” დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული საუკუნის 70 წლიდან აქტიურად გამოიყენება მატერიალური, ინფორმაციული და ფინანსური ნაკადების კონტროლის თეორიაში. ძველ საბერძნეთში” ლოგისტიკის ” (logistikas) ბერძნული წარმოშობის კონცეფცია აზროვნების, გაანგარიშების ხელოვნებას გულისხმობდა. რომის იმპერიაში, ტერმინი ლოგისტიკა გაგებული იყო, როგორც საკვები პროდუქტის გავრცელების წესები და ბიზანტიის იმპერიაში კი, როგორც არმიის მართვის და მომარაგების ხელოვნება. ლოგისტიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ლოგისტიკის დარგმა ორი გლობალური ეტაპი გაიარა. პირველი ეტაპი არის ლოგისტიკა სამხედრო მიმართულებით, რომელიც ეფუძნება არმიის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების რაციონალურ მომარაგებას. მეორე ეტაპი არის ლოგისტიკის დაბადება, ფორმირება და განვითარება, როგორც ეკონომიკური საქმიანობის სამოქალაქო მიმართულება. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ბრწყინვალე და ნიჭიერი სამხედრო ლიდერი - ლოგისტი იყო. მაგალითად, უდიდესი სამხედრო ლიდერი ალექსანდრე მაკედონელი არა მხოლოდ პირველი გამოჩენილი მეთაურია ისტორიაში, არამედ პირველი ლოგისტიც. ის იყო პიროვნება, რომელსაც სურდა მთელი მსოფლიოს დაპყრობა და ჰქონდა უდიდესი ლოგისტიკური ნიჭი, რომლის წყალობითაც მან შეძლო თავისი მიზნების განხორციელება. დიდი ალექსანდრეს სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნებოდა ლოგისტიკას, როდესაც მან ისტორიაში ყველაზე გრძელი -6,5 ათასი კილომეტრი (4 ათასი მილი) ეგვიპტიდან – სპარსეთიდან – ინდოეთში გზა გადაკვეთა. ის მიხვდა, რომ მისი არმიის წარმატება, პირველ რიგში, მისი მობილურობა იყო. აქედან გამომდინარე, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიწოდებასა და ტრანსპორტს. ალექსანდრე დიდის ყველაზე მთავარი გამოგონება გულისხმობდა – მიწების დაპყრობის დროს არმიის მომარაგების სწორ ორგანიზებას. ის ჯერ წინ უშვებდა არმიის მომმარაგებლებს პროდუქტის და საჭირო აღჭურვილობის შესაძენად. საველე საწყობების დასაცავად გამოყოფილი იყო სპეციალური გარნიზონი. აქედან გამომდინარე, მებრძოლეები, მტრის ტერიტორიაზე შესვლისთანავე, უზრუნველყოფილნი იყვნენ ყველა საჭირო აღჭურვილობით. ალექსანდრე მაკედონელმა იცოდა, რომ არმიის სწორი მომარაგება დიდი თუ არა მთავარი გამარჯვების წინაპირობა იყო. ალექსანდრე მაკედონელის გარდა ლოგისტებად აღიარებულები არიან ასეთი ისტორიული პიროვნებები როგორებიც იყვნენ ბრწყინვალე ჰანიბალი, რომის იმპერატორი იულის კეისარი, ნაპოლეონი და ბევრი სხვა. თანამედროვე სამყაროში პირველ ლოგისტად აღიარეს ბერძნული წარმოშვების ამერიკელი სამხედრო ლოგისტი და გენერალ-ლეიტენანტი უილიამ გას პაგონისი. ის იყო მრავალეროვნული კოალიციის ძალების ლოგისტიკის დირექტორი (1991), რომელიც სპარსეთის ყურეში ომის მონაწილე გახლდათ და ფართოდ აღიარებული იყო მისი მიღწევებისთვის ჯარების ეფექტური ლოგისტიკის პროცესის ორგანიზებასა და ჩატარებაში, განსაკუთრებით ცნობილი ბრძოლის “ქარიშხალი უდაბნოში” დროს. 1993 წელს წარმატებული ლოგისტიკის მართვის შედეგად, გენერალი ნორმან შვარცკოფისგან მან მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება. პაგონისმა დატოვა აშშ-ს შეიარაღებული ძალები და გახდა ცნობილი კომპანია “Sears Holdings” ლოგისტიკის ვიცე პრეზიდენტი. 2000 წლიდან ის ხოლდინგ “RailAmerica, Inc.” – ის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეა. გენერალი ნორმან შვარცკოფი პაგონისს “ლოგისტიკის ოსტატს” უწოდებდა და თვლიდა, რომ “ქარიშხალი უდაბნოში” პირველ რიგში იყო ლოგისტების ომი და ამ ომში გამარჯვება პაგონისის დამსახურებაა. ცნობილია, რომ პაგონისი უკვე წლებია გადართულია სამოქოალაქო ლოგისტიკაზე, მაგრამ დღემდე თვლის, რომ თუ არა მისი საყვარელი გმირი ალექსანდრე მაკედონელი ის ვერ შექმნიდა ცნობილ ლოგისტიკის მობილური მონაცემთა ბაზას. როგორც ვხედავთ, სამხედრო ლოგისტიკამ საფუძველი ჩაუყარა ლოგისტიკას სამოქალაქო სფეროში. მისი ფარგლები მოიცავს: ლოგისტიკას ( ნედლეულის, ძირითადი და დამხმარე მასალების, ნახევრად მზა პროდუქციი, კომპონენტების – შეძენა); საწყობის მენეჯმენტს (მომხმარებელთა მატერიალური რესურსების მიღების, კონტროლის, შენახვისა და გათავისუფლების ორგანიზაცია); სატრანსპორტო ეკონომიკას (ოპტიმალური სატრანსპორტო ვარიანტების შერჩევა, მომხმარებლებისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება, სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირება, მათი მოძრაობის ოპტიმალური მარშრუტების განვითარება); ინვენტარიზაციის მენეჯმენტს (მატერიალური რესურსების შენახვა, შენახული ინვენტარის ოპტიმალური მოცულობის განსაზღვრა) გაყიდვების საქმიანობას (დისტრიბუციის საშუალებით მომხმარებლებისთვის პროდუქციის გაყიდვის პროცესის ორგანიზება და მართვა). დღეს დღეობით საქართველოში ლოგისტიკა არის ბიზნესის ორგანიზების მენეჯმენტის ჩვეული რგოლი. კომპანია "ALAGI" -ის რიგებში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ლოგისტები, რომლებიც ჩახედულები არიან არა მარტო უშუალოდ ლოგისტიკის სფეროში, არამედ მარკეტინგში, შესყიდვების და გაყიდვების საქმიანობაში. სწორედ ეს გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ნებისმიერ ჩვენს თანამშრომელს ექნება პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ჩვენს დამკვეთთან. და ამას ჩვენთვის უკვე ცნობილი პირველი ლოგისტი, უილიამ გას პაგონისი აღიარებდა და ამბობდა: "ლოგისტიკის საიდუმლოება შემდეგში მდებარეობს - არასოდეს დაკარგო მხედველობიდან ის ვისაც კლიენტი ჰქვია".

ჩვენი სერვისები

მომსახურების ყველა სერვისი იყოფა რამდენიმე მთავარ განყოფილებად
დააწკაპუნეთ თქვენთვის საინტერესო მონაკვეთზე.