თბილისის საახალწლო განათებები

შობა-ახალი წელი, საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ადამიანები ახალ წელს ყოველთვის ახალი იმედებით, სურვილებითა და მიზნებით ხვდებიან.

2021 წლის შესაგებებლად თბილისის სხვადასხვა უბანში დამონტაჟებულმა საახალწლო განათებებმა ჯადოსნული იერი შესძინეს დედაქალაქის ქუჩებს. ვარსკვლავები, ანგელოზები, ქოლგები, პლანეტები თუ სხვა დეკორაციები, თბილისში ნამდვილად ქმნიდა საზეიმო განწყობას.

ზღაპრულ სამყაროში სამოგზაუროდ, ათასობით ადამიანის შრომა  და ძალისხმევაა საჭირო. ზუსტად ამ საახალწლო ზღაპრის მონაწილე გახლდათ „ალაგი ლოგისტიკსი“.

კომპანიამ, ისევე როგორც სანტა კლაუსმა, მოსახლეობას საკმაოდ მოკლე ვადებში, შორი ქვეყნიდან ჩამოუტანა საახალწლო ილუმინაციები და ამგვარად თავისი წვლილი შეიტანა 2021 წლის შესაგებებლად, ქუჩაში დროებით მოწყობილ ჯადოსნური და ფერადი სამყაროს დიზაინის შექმნაში.