რედისონ ბლუ გუდაური

საქართველო ეტაპობრივად იკავებს ადგილს ევროპის პოპულარულ სამთო- სათხილამურო კურორტებს შორის და ამას ბოლო წლების სტატისტიკაც მოწმობს. საქართველოს მთის კურორტების საინვესტიციო შესაძლებლობების რეალიზების საუკეთესო მაგალითი კი გუდაურში განხორციელებული პროექტია - Radisson Blue Gudauri.


ის ფაქტი, რომ „რადისონი“ საქართველოს რეგიონშია წარმოდგენილი, რასაკვირველია დამატებით ცნობადობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, გაუმჯობესდება სერვისის დონე, ხარისხი და ამავდროულად, გაიზრდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა. ისეთი დონის სასტუმროს გახსნა, როგორიც „რადისონია“, ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურიზმის განვითარებას, გუდაურს კი ოთხი სეზონის კურორტად გარდაქმნაში დაეხმარება.


Radisson Blue Gudauri - მთის კურორტის პირველი საერთაშორისო ბრენდია და ჯერჯერობით ერთადერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის რეგიონში.


რადისონ ბლუ გუდაური პირველ სტუმრებს 2021 წლიდან მიიღებს .
სასტუმროში განთავსებული იქნება :

  • 156 სასტუმრო ოთახი
  • 2 რესტორანი, ლობი და აპრეს-სკი
  • საკონფერენციო დარბაზები და 300 კვ. მ-იანი საღონისძიებო დარბაზი
  • სპა ცენტრი
  • სპორტული დარბაზი
  • დახურული აუზი
  • საბავშვო ზონა
  • თხილამურის საწყობი
  • ავტოსადგომი


„ალაგი ლოგისტიკსის“ გუნდი მოხარულია, რომ თავის პროფილით,
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.