ორბელიანის მოედანი

თბილისის განვითარების ფონდის „ახალი ტფილისი“ ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქში გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დღეს, ის დედაქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან „სავიზიტო ბარათს“ წარმოადგენს.

აღნიშნულ ისტორიულ არეალში, არსებულ 20 შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 20-დან 10 შენობა ხელახლა აშენდა. აგრეთვე განახლდა ნაგებობების შიდა ეზოები. ძეგლზე აღდგა ყველა არქიტექტურული და მხატვრული დეტალი, რესტავრაცია ჩაუტარდა გადარჩენილ ნაწილებს, განახლდა რკინის ხის ნაკეთობები. დამონტაჟდა განათება და ა.შ.

გრ. ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში, ფხოვისა და ხაზინის ქუჩების ქვეშ, განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი. ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობისას, მოწესრიგდა და განახლდა ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები.

„ალაგი ლოგისტიკსის“ გუნდი აქტიურ მონაწილობას იღებდა პროექტისთვის საჭირო ტვირთების ჩამოტანაში, რითიც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული ისტრიულად ღირებული პროექტის დროულად დასრულებაში.