ბათუმის შემოვლითი გზა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას ახორციელებს.


პროექტი ითვალისწინებს ბათუმის 14 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობას. შენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.


ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. დღეს არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის ვიწრო ქუჩებში მოძრავ, განსაკუთრებით საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს. ბათუმის შემოვლითი გზა, (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად), აჭარის საკურორტო ზონაში სრულად განტვირთავს მოძრაობას, აგვარიდებს საცობებს, შეამცირებს საგზაო შემთხვევების რისკებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.


„ალაგი ლოგისტიკსი“ აქტიურად არის ჩართული პროექტის დაგეგმილ ვადებში რეალიზებისთვის საჭირო ტვირთების ჩამოტანაში. პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თავად კომპანიისთვის, რადგან გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების დრო შემცირდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის აღნიშნულ მიმართულებაზე მომსახურების ოპერატიულობასა და ხარისხს.