ჩემი მენეჯერი

სანდო პარტნიორის პოვნა ყოველთვის რთულია. ისევე როგორც, მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული კომპანიის გამონახვა. უსიამოვნო ფაქტია, როცა თავად გიწევთ თქვენი ტვირთის ადგილმდებარეობის გარკვევა, საბუთების მოთხოვნა, სტატუსების გარკვევა, ან სულაც ტვირთის ძებნა. სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები ხშირია, თუმცა ამგვარი დისკომფორტისგან თავის არიდება შესაძლებელია. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა ნდობის გამართლების მიზნით, კადრების შერჩევის პროცესს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ეს მიდგომა კი საშუალებას გვაძლევს ჩვენი სერვისით ხშირად მოსარგებლე თუ პოტენციურ მომხმარებელს, ყოველთვის მივაწოდოთ სანდო, უტყუარი და ხარისხიანი მომსახურება.

„ჩემი მენეჯერის“ მოვალეობა-ფუნქციები:

  • ჩვენს ხელთ არსებული ყველა სერვისის შემოთავაზება;
  • შეკვეთის ხარჯთაღრიცხვის დროული დამუშავება;
  • შეკვეთის შესრულებისთვის ყველა შესაძლო ინფორმაციის წინასწარი
    გარკვევა;
  • შეკვეთის გაფორმება;
  • საბუთების წინასწარი გამზადება/მოწოდება;
  • სტატუსების სისტემატიური განახლება;
  • მომწოდებლებთან სწორი კომუნიკაცია - მათთვის მისაღებ ენაზე;
  • ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის დროული
    ინფორმირება (მაგ: ტვირთის ზომების ცვლილება, ტვირთის საბუთების
    არარსებობა, მომწოდებლის არადროული პასუხი და ა.შ.)
  • თქვენი ტვირთის ოპტიმალური მარშრუტისა და ვადების
    დაგეგმარება/შეტყობინება.