კომპანია “ალაგი” დაარსდა 2018 წელს სამი ლოგისტიკაში შვიდ წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანისგან! დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი მიზანია მიაწოდოს მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურება! დაფუძნებიდან მოკლე დროში კომპანია მალევე გახდა ლიდერი სატრანსპორტო სფეროში და სახელი დაიმკვიდრა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სხვა ქვეყნებში. კომპანიის პროფესიონალიზმსა და ხარისხს ენდობიან მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე კომპანიები. დროდადრო მომხმარებელთა მოთხოვნებიც იზრდებოდა და რთულდებოდა, რაც თავისთავად განაპირობებდა ახალი გამოწვევების მიღებასა და ჩვენს განვითარებას. ამ მოთხოვნება გამოიწვია დამატებითი ფინანსური/ადამიანური რესურსის მოზიდვა და კომპანიის გაფართოვება!
წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და დაგეგმილი პროექტების გათვალისწინებით ეტაპობრივად გაიზარდა უსაფრთხოების, ეთიკისა და ხარისხის დაცვის სტანდარტები.
სიტყვა “ალაგი” – ძველქართულად ნიშნავს ბილიკს/გზას. ჩვენთან ერთად თქვენ ყოველთვის ირჩევთ სწორ ალაგს.
მეტი
მეტი
მეტი
მეტი
დღევანდელ დღეს საკმაოდ ხშირია სხვადასხვა კომპანიების მხრიდან მიზეზების მოსმენა ტვირთის აღების შემდგომ, როგორიცაა: შეფერხება საზღვრებზე, არასათანადო ტრანსპორტის შერჩევა, ფასის გაზრდა. აღნიშნული პრობლემები ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გამორიცხულია! თქვენთან იმუშავებს თქვენი კომპანიისთვის გამოყოფილი თანამშრომელი, რომელიც წინასწარ შეათანხმებს მომწოდებლებთან ინფორმაციას, დაგეგმავს ყველაზე ოპტიმალურ და მოკლე გზას ტრანსპორტირებისთვის, საზღვარზე რიგების არსებობის შემთხვევაში წინასწარ მოახდენს თქვენს ინფორმირებას და გაგიწევთ კონსულტაციას შესაძლო ალტერნატიულ გზებზე, რადგან თქვენი ტვირთის დროული/ხარისხიანი მიწოდება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია! ჩვენ გვირჩევენ საუკეთესონი!